saqarTvelos qedebi - zesxos qedi
ქედი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთი მიმართულების განშტოება, მდინარეების ცხენისწყლისა და ზესხოს წყალგამყოფი. სიგრძე 15 კმ, მაქსიმალური სიგანე 6 კმ, საშუალო სიმაღლე 2845 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. ქედზე ორი პატარა მყინვარია. კალთებზე ხშირია მეოთხეული გამყინვარების ნიშნები - ცირკები, ტროგები და მორენები. ზესხოს ქედის კალთების ქვემო და შუა ნაწილები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილი, წიფელი), ზემო - ნაძვნარ-სოჭნარით. უფრო მაღლა სუბალპური და ალპური მდელოებია.